Friday, April 30, 2010

თამარის სახე

1 .პროექტის სახელი: თამარის სახე
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები შეისწავლიან გ.ორბელიანის ლექსს“ თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“. ექსკურსია ბეთანიაში. თამარის სახე ქართულ ლიტერატურაში.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან გ. ორბელიანის ლექსს“ თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ ამის შემდეგ მიეცემათ დავალება ურო ახლოს გაეცნონ თამარის ეპოქას, შესაბამისად მოიძიებენ მასალას ინტერნეტის საშუალებით,რაშიც დაეხმარებათ ისტ-ი. ბავშვების დასაინტერესებლად შევახსენებ შემდეგ ფრაზებს თამარის შესახებ“ვითარ თმანი თავის თითოეულად ვერავინ აღრაცხნის, ეგრეთვე ვერავინ აღწერნეს საქმენი თამარისანი“. ამ ფრაზის გაცნობის შემდეგ უფრო მეტად დაინტერესდებიან და გაუჩნდებათ სურვილი თავად ჩაწვდნენ, უფრო ღრმად გაეცნონ მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.დავგეგმავთ ეკსკურსიას ბეთანიაში. მოძებნიან სხვა ტაძრებს, სადაც თამარის ფრესკებია შემონახული. დაევალებათ მოძებნონ და გაიგონ სახელის ეტიოლოგია.

4 .მონაწილეთა ასაკი: ასაკი შეუზღუდავია

5. ვადები, ხანგრძლივობა: ორი კვირა

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე.ისტორიულ და ლიტერატურულ ნაწარმოებებში მასალის მოძიება,ვიქტორინისათვის კითხვარის შედგენა. ესეების დაწერა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას. მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ თამარის ღვაწლსა და დამსახურებას ქვეყნისა და ერის წინაშე.მოინახულებენ ბეთანიის ტაძარს. განუვითარდებათ მსჯელობისა და წერის უნარჩვევები.
8. სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას და დააინტერესებენ სხვებსაც.
9. სამუშაო ენა: ქართული, სომხური


10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:-0

11. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი. კავშირი ისტორია, ქართული, ისტ-ი.
12.პროექტის ფასილიტატორი: მედიკო ნათენაძე
13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: medeanatenadze@gmail.com